Accessibility links

სამხრეთ ავღანეთში ორი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა


ნატოს განცხადებით, ავღანეთში დღეს ორი ამერიკლი ჯარისკაცი დაიღუპა გზის პირას ჩადებული ბომბის აფეთქების შედეგად. აფეთქება სამხრეთში მოხდა. ავღანეთიდან იუწყებიან აგრეთვე, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავღანელმა და ნატოს ჯარსიკაცებმა 18 მეამბოხე დახოცეს და ექვსი შეიპყრეს ჰელმანდის პროვინციაში შეტაკების დროს.
XS
SM
MD
LG