Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს: დევიდ კამერონი


ბრიტანეთს ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს: კონსერვატორების ლიდერი, დევიდ კამერონი, რომელიც სამშაბათს საღამოს დედოფალს შეხვდა. კამერონის განცხადებით, მისი მიზანია სამთავრობო კოალიციის შექმნა ლიბერალურ-დემოკრატიულ პარტიასთან ერთად, რომელიც 6 მაისის საპარლამენტო არჩევნებში მესამე ადგილზე გავიდა. კამერონის კონსერვატორებს არჩევნებში მართალია, ყველაზე მეტი ხმა ერგოთ, მაგრამ არა იმდენი, რომ საპარლამენტო მანდატების ნახევარზე მეტი მოეპოვებინათ. კამერონი 40 წლისაა და, ამდენად, ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა მინისტრი ბოლო თითქმის 200 წლის მანძილზე. დედოფლის მიერ პრემიერ-მინისტრად კამერონის წარდგენამდე, პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გადადგა ლეიბორისტების ლიდერი, გორდონ ბრაუნი, რომელიც ამ პოსტზე 2007 წლიდან მუშაობდა. ბრაუნის გადადგომით ბოლო მოეღო ბრიტანეთში ლეიბორისტების 13-წლიან მმართველობას.
XS
SM
MD
LG