Accessibility links

logo-print

დღეს გაიხსნება კანის კინოფესტივალი


დღეს საფრანგეთის საკურორტო ქალაქ კანში ინგლისელი რეჟისორის რიდლის სკოტის "რობინ ჰუდით" საზეიმოდ გაიხსნება 63-ე საერთაშორისო კინოფესტივალი. ეს არასაკონკურსო ჩვენება იქნება. სექციაში "საგანგებო ჩვენება" შეტანილია ოთარ იოსელიანის ახალი სურათი "შანტრაპა". მისი ოფიციალური ჩვენება 19 მაისს მოეწყობა. ფესტივალის მთავარი პრიზისთვის – "ოქროს პალმის რტოსთვის" – კი 15 ქვეყნის 19 ფილმი იბრძოლებს.

XS
SM
MD
LG