Accessibility links

logo-print

ბიშკეკის პარლამენტთან რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია გამართა


ბიშკეკში, პარლამენტის შენობასთან მიტინგზე დღეს რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა. აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ადამიანის უფლებათა დამცველის ტოკტაიმ უმეტალიევას განცხადებით, ყირგიზეთში შეიქმნა რევოლუციური კომიტეტი, რომელიც დროებითი მთავრობისგან ქვეყანაში კანონის უზენაესობის დამკვიდრებას, ახალი კონსტიტუციის პროექტის მომზადებისას არასამთავრობო სექტორის მოსაზრებათა გათვალისწინებას და ექს-პრეზიდენტ ბაკიევის მომხრეთა დაპატიმრებას მოითხოვს. თავის მხრივ, ყირგიზეთის დროებითმა მთავრობამ დღეს უარყო გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქვეყნიდან ბაკიევის ოჯახის წევრთა გაქცევის ხელშესაწყობად, დროებითი მთავრობის მეთაურს ოტუნბაევას და მის მოადგილეს ატამბაევს საერთო ჯამში 350 ათასი დოლარი გადაუხადეს.
XS
SM
MD
LG