Accessibility links

logo-print

60-მდე გაიზარდა კემეროვოს ოლქის მაღაროში მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა


60-მდე გაიზარდა რუსეთის კემეროვოს ოლქის მაღაროში გასული კვირის ბოლოს მომხდარი 2 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა. ამ დრომდე უცნობია კიდევ 30 ადამიანის ბედი. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრმა სერგეი შოიგუმ დღეს იმედი გამოთქვა, რომ გადარჩენილი მაღაროელების პოვნის შანსი ჯერ კიდევ არსებობს. მინისტრის ცნობით, მაშველებმა ამ დრომდე მაღაროს დაახლოებით 70% შეამოწმეს. ტრაგედიის გამო, 15 მაისი კემეროვოს ოლქში გლოვის დღედ გამოცხადდა.
XS
SM
MD
LG