Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეიდან დიდ ბრიტანეთში კოალიციურ მთავრობას კონსერვატორი დევიდ კემერონი ხელმძღვანელობს


დღეიდან დიდ ბრიტანეთში მუშაობა დაიწყო ბოლო 70 წლის განმავლობაში პირველმა კოალიციურმა მთავრობამ, რომელსაც 43 წლის კონსერვატორი დევიდ კემერონი ხელმძღვანელობს. მას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა დღეს ნატოს გენერალურმა მდივანმა და ევროკომისიის ხელმძღვანელმა მიულოცეს. დევიდ კემერონი 1812 წლიდან დიდი ბრიტანეთის ყველაზე ახალგაზრდა პრემიერია. მინისტრთა ახალი კაბინეტი კონსერვატორებთან ერთად ლიბერალ-დემოკრატებმა დააკომპლექტეს. შესაბამისად, დიდ ბრიტანეთში ლეიბორისტული პარტიის 13-წლიანი მმართველობის ეტაპი დასრულდა.
XS
SM
MD
LG