Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკატასტროფას მხოლოდ 8 წლის ბიჭი გადაურჩა


ლიბიის კუთვნილი აერობუსი
ლიბიის კუთვნილი აერობუსი
ლიბიის დედაქალაქში დღეს მომხდარ ავიაკატასტროფას მხოლოდ 8 წლის ჰოლანდიელი ბიჭი გადაურჩა - ამის შესახებ სააგენტო ფრანს-პრესი იუწყება.

ლიბიის კუთვნილმა აერობუსმა, რომელიც რეისს იოჰანესბურგიდან ასრულებდა, კატასტროფა ტრიპოლის აეროპორტში დაშვებისას განიცადა.

თვითმფრინავში 93 მგზავრი და ეკიპაჟის 11 წევრი იმყოფებოდა.

თანამგზავრული ტელეკომპანიის ალ-არაბიას ცნობით, კატასტროფის წინასწარი მიზეზი პილოტის შეცდომაა.
XS
SM
MD
LG