Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონია-კოსოვოს საზღვარზე ურთიერთსროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა


მაკედონიაში სასაზღვრო პოლიციასა და უცნობ შეიარაღებულ პირებს შორის კოსოვოს საზღვრის მახლობლად მომხდარი შეტაკების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, ოთხი ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, ოთხი შეიარაღებული პირი მოკლეს, როცა პოლიციამ ისინი კოსოვოდან მაკედონიაში იარაღის უკანონოდ შეტანის მცდელობისას შეაჩერა. პოლიციის პრეს-მდივნის განცხადებით, აღმოჩენილია დიდი რაოდენობით იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები ავტომანქანაში, რომელშიც ოთხი პირი იმყოფებოდა. მაკედონიის სასაზღვრო პოლიციამ ორი კვირის წინაც აღმოაჩინა დიდი რაოდენობით იარაღი უცნობ პირებთან კოსოვოს საზღვრის მახლობლად ურთიერთსროლის შემდეგ. სროლაზე პასუხისმგებლობა იკისრა "ეროვნულმა გამათავისუფლებელმა არმიამ" - ეთნიკური ალბანელი მეამბოხეების ჯგუფმა, რომელიც 2001 წელს მოკლე ხანი შეიარაღებულ წინააღმდეგობას უწევდა მთავრობას. ბოლოდროინდელი ინციდენტების გამო შიშობენ, რომ მაკედონიაში ისევ მოსალოდნელია ეთნიკური დაძაბულობის გამწვავება.
XS
SM
MD
LG