Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ანკარაში თურქეთის ლიდერებს ხვდება


თურქეთში მიმდინარეობს რუსეთის პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ვიზიტი, რომლის დღის წესრიგის მთავარ თემებს შორის სახელდება მოსკოვის შესაძლო მონაწილეობა თურქეთის ტერიტორიაზე პირველი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაში. მედვედევმა მოლაპარაკება გამართა თურქ კოლეგა აბდულა გიულთან. ის თურქეთის პრემიერ-მინისტრ რეჯეპ ტაიპ ერდოანთან ერთად უძღვება რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობის ახალი საბჭოს პირველ შეხვედრას. ოფიციალური პირების განცხადებით, მოსალოდნელია, რომ მხარეები გააფორმებენ 20-ზე მეტ შეთანხმებას, მათ შორის გაზით და ნავთობით მომარაგების სფეროში რუსეთის კომპანიების, „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ მონაწილეობით. შესაძლოა, გაფორმდეს ასევე კონტრაქტები რუსული კომპანიების მიერ თურქეთში ოთხი ბირთვული რეაქტორის აშენების შესახებ. რუსეთის პრეზიდენტი სამშაბათს ჩაფრინდა თურქეთში, სირიაში ვიზიტის შემდეგ.
XS
SM
MD
LG