Accessibility links

ევროკომისია მხარს უჭერს ევროზონაში ესტონეთის შესვლას


ევროკომისიამ დღეს მხარი დაუჭირა ესტონეთის გეგმას, 2011 წელს ევროს შემოღების შესახებ. ესტონეთის საგარეო უწყების ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკომისიამ „განიხილა ევროს შემოღებისათვის ესტონეთის მზადყოფნის საკითხი და ესტონეთს 2011 წელს ევროზონასთან მიერთება შესთავაზა“. ევროკავშირის ფინანსთა მინისტრებმა ივლისის შეხვედრაზე ოფიციალურად უნდა დაამტკიცონ ეს ზომა. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ესტონეთი პირველია, რომელიც ევროზონას შეუერთდება.
XS
SM
MD
LG