Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა


ბუქარესტში თავდაცვის უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა ავღანეთში სამხედრო მისიის შესრულებისას. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯარისკაცი მძიმედ დაიჭრა ოთხშაბათს დილით, ნაღმის აფეთქების შედეგად, რის შემდეგაც სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ის ავღანეთში დაღუპული მე-13 რუმინელი ჯარისკაცია. რუმინეთი ავღანეთში 1123 სამხედრო მოსამსახურით არის წარმოდგენილი და მათს რიცხვს სექტემბრისთვის 1800-მდე გაზრდის.
XS
SM
MD
LG