Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი და თურქეთი კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებით დაინტერესებულნი არიან


რუსეთი და თურქეთი კავკასიის რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებით, მათ შორის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებით დაინტერესებულნი არიან - ამის შესახებ ანკარაში, პრეზიდენტ გიულთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი მზად არის ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად ყველა შესაძლებლობა, ავტორიტეტი და გავლენა გამოიყენოს. მედვედევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი და თურქეთი საერთო ევროპული უსაფრთხოების ეფექტური არქიტექტურის შესაქმნელად მუშაობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა თურქ კოლეგას მადლობა გადაუხადა კომენტარებისთვის, რომლითაც მან ევროპული უსაფრთხოების ახალი შეთანხმების ხელმოწერის თაობაზე, რუსეთის ინიციატივას უპასუხა. დღესვე მედვედევმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მოსკოვი და ანკარა უმაღლესი დონის თანამშრომლობის საბჭოს შექმნიან.
XS
SM
MD
LG