Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადვოკატები თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას ითხოვენ


საქართველოს პარლამენტთან ადვოკატების ე.წ. მჯდომარე საპროტესტო აქცია დაიწყო. მისი მონაწილენი საარჩევნო კოდექსის დაჩქარებული წესით შეცვლას მოითხოვენ. ადვოკატების მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტს გაუგზავნეს, თვითმმართველობის არჩევნებისას ბარიერის 50%-მდე გაზრდას, საარჩევნო კომისიების პარიტეტული წესით დაკომპლექტებას და ამომრჩეველთა სიის სრულყოფას ითვალისწინებს. პარლამენტისადმი მიმართვას ხელი 500-მდე ადვოკატმა მოაწერა. საორგანიზაციო კომიტეტის ცნობით, ადვოკატების საპროტესტო აქცია 24-საათიანი რეჟიმით და მონაცვლეობის წესით 30 მაისამდე გაგრძელდება.
XS
SM
MD
LG