Accessibility links

logo-print

ევროკომისარი ფიულე დადებითად აფასებს "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ხუთწლიანი მუშაობის შედეგებს


ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, შტეფან ფიულემ, დღეს ბრიუსელში გამართულ პრეს-კონფრენეციაზე, დადებითად შეაფასა "ევროპის სამეზობლო პოლიტიკის" ფარგლებში მუშაობის შედეგებზე. ფიულემ ყურადღება გაამახვილა პროგრამის ხუთწლიანი არსებობის მანძილზე მიღწეულ წარმატებებზე ვაჭრობის, გადაადგილების, ევროკავშირის მხრიდან დახმარების მიმართულებებით. საქართველოზე საუბრისას, ევროკომისარმა გამოთქვა რწმენა, რომ თბილისი ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კურსზე რჩება. თუმცა, დასძინა ფიულემ, ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, შესაძლოა, სრულად არ ესადაგებოდეს ულტრალიბერალურ იდეებს, რომელთაც საქართველოს მთავრობა მისდევს.
XS
SM
MD
LG