Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ისა და ავღანეთის პრეზიდენტების განცხადებით, მიზნად რჩება ალ-ყაიდის დამარცხება


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა დღეს ვაშინგტონში შეხვდა ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის. მან შეაქო ორი ქვეყნის პარტნიორობა და განაცხადა, რომ მხარეები კვლავაც საერთო მიზნად მიიჩნევენ ალ-ყაიდის დამარცხებას. პრეზიდენტმა ობამამ თეთრ სახლში მოლაპარაკებების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ავღანეთში შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მოქმედი მრავალეროვანი ჯარები ყველა ღონეს იხმარენ, რათა თავიდან აიცილონ ომში სამოქალაქო პირთა მსხვერპლი. ობამას თქმით, კარზაიმ წინსვლას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, მაგრამ საჭიროა „გაცილებით მეტის“ გაკეთება. ასევე ობამას განცხადებით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს ავღანეთის ძალისხმევას, ხელი გაუწოდოს თალიბანის წევრებს, რომლებიც უარს იტყვიან ძალადობასა და ალ-ყაიდასთან კონტაქტებზე.
XS
SM
MD
LG