Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატები პაკისტანის თალიბანის ტერორისტთა სიაში შეყვანას აპირებს


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ ამერიკის მთავრობა აპირებს პაკისტანი თალიბანი „უცხოეთის ტერორისტულ ორგანიზაციათა“ სიაში შეიტანოს. სახელმწიფო დეპრატამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ „ტეჰრიკ ა-ტალიბანის“ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნევის პროცესი დააჩქარა 1 მაისს ნიუ იურკის ტაიმს-სკვერში აღკვეთილმა სავარაუდო ტერორისტულმა აქტმა, რომლის მოწყობის განზრახვაში ეჭვმიტანილ, პაკისტანში დაბადებულ ფაისალ შაჰზადს, გამოძიების თანახმად, კავშირი ჰქონდა პაკისტანის თალიბანთან. სახელმწიფო დეპარტამენტის ტერორისტული ორგანიზაციის სიაში შეყვანა ითავლისწინებს დამსჯელ ზომებს - ჯგუფის კუთვნილი აქტივების გაყინვას, მოგზაურობის აკრძალვას და ყველა იმ საქმიანობის კრიმინალად მიჩნევას, რამაც აღნიშნულ ჯგუფს შესაძლოა მატერიალური სარგებელი მოუტანოს.
XS
SM
MD
LG