Accessibility links

logo-print

ლატვიამ ძებნა გამოაცხადა ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტის ვაჟზე


ლატვიის პოლიციამ გამოაცხადა ძებნა ყირგიზეთის დევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის ვაჟზე. ლატვიის შინაგან საქმეთა მინისტრის ლინდა მურნიეცეს თქმით, ძებნის გამოცხადება არის რეაქცია ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ თხოვნაზე, მოხდეს ექსტრადიცია მაქსიმ ბაკიევისა, რომელიც, სავარაუდოდ, ლატვიაში უნდა იმყოფებოდეს. მაქსიმ ბაკიევზე, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა აქვს ლატვიელ ბიზნესმენ ვალერი ბელოკონთან, - ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს მოკვლევას შესაძლო კორუფციულ საქმიანობაზე, რაც შეერთებული შტატების სამხედრო ბაზის საწვავით მომარაგებას უკავშირდება. მანასში განთავსებული აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზა, მნიშვნელოვანი ობიექტია დასავლეთის სახელმწიფოების მიერ ავღანეთში წარმოებული სამხედრო ოპერაციებისათვის.
XS
SM
MD
LG