Accessibility links

აშშ კომპიუტერულ სისტემებს ყოველდღიურად ათასობით ”თავდამსხმელი” უტევს


აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ აშშ მთავრობა რეგულარულად კარგავს დიდი მოცულობის ინფორმაციას მის კომპიუტერულ სისტემებზე კრიმინალური ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების აგენტებისა და სავარაუდოდ, ტერორისტების თავდასხმების გამო. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ჯეიმს მილერმა ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამერიკის კომპიუტერული სისტემები ყოველდღიურად ათასობით თავდასხმის ობიექტი ხდება. მილერის ცნობით, 100-ზე მეტი ჯაშუშური უწყება და კრიმინალური ორგანიზაცია მუშაობს ამერიკის კომპიუტერულ სისტემებში შეღწევაზე. ჯეიმს მილერის განცხადებით, აშშ კარგავდა ისეთი მოცულობის ინფორმაციას, რომელიც აშშ კონგრესის ბიბლიოთეკას ბევრჯერ გაავსებდა. აშშ თავდაცვის უწყების მაღალჩინოსნები ცდილობენ დაადგინონ კიბერ-თავდასხმის ხარისხის ის ზღვარი, როცა ის საომარ მოქმედებას უტოლდება და მასზე შესაძლო პასუხიც სამხედრო ხასიათის უნდა იყოს.
XS
SM
MD
LG