Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის ქალაქ ოშში ბაკიევის მხარდაბჭერებმა ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს


განდევნილი პრეზიდენტის ყურმანბეკ ბაკიევის 500-მდე მომხრემ ყირგიზეთის სამხრეთში, ქალაქ ოშში ადგილობრივი ადმინისტრაციის შენობა დაიკავა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ცნობით, მანიფესტანტების უმრავლესობა ქალები არიან და ისინი დროებითი მთავრობის მიერ დანიშნული ოლქის გუბერნატორის წინააღმდეგ გამოდიან. ყოფილი და ახლანდელი ხელისუფლების მომხრეებს შორის შეტაკება მოხდა. მილიცია მასში არ ჩარეულა. ყირგიზეთის დედაქალაქსი კი 7 აპრილის არეულობისას დაღუპულთა ასამდე ნათესავმა საპროტესტო აქცია გამართა ბელარუსის საელჩოსთან. ისინი ყურმანბეკ ბაკიევის ყირგიზეთისთვის გადაცემას ითხოვდნენ.
XS
SM
MD
LG