Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალი სამი ქართველის გათავისუფლებას აპირებს


ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება კასპის რაიონის სოფელ თვაურების სამ მკვიდრს დღეს გაათავისუფლებს. ადამიანის უფლებათა საკითხებში ედუარდ კოკოითის წარმომადგენელმა დავით სანაკოევმა სააგენტო რესს განუცხადა, რომ ლევან ბიგანიშვილს, ალეკო დიდებაშვილს და მერაბ თვაურს დღის განმავლობაში ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის წარმომადგენლებს გადასცემენ. სამივე მათგანი ე.წ. სახელმწიფო საზღვრის დარღვევის ბრალდებით, 2009 წლის 4 სექტემბერს დააკავეს.
XS
SM
MD
LG