Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის ახალი კოალიციური მთავრობა პირველ სხდომაზე შეიკრიბა


ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი დევიდ კამერონი დღეს თავისი კოალიციური მთავრობის პირველ სხდომას გაუძღვა. კამერონს, რომელიც კონსერვატორების ლიდერია, და ვიცე-პრემიერ ნიკ კლეგს - ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელს - ნათქვამი აქვთ, რომ მთავრობის მიერ პირველ რიგში მოსაგვარებელ საკითხად ორივე პარტია მიიჩნევს ბეუჯეტის დეფიციტს. ის ამჟამად მთლიანი შიდა პროდუქტის 11 პროცენტზე მეტს შეადგენს. ახალ კაბინეტში 18 კონსერვატორი მინისტრი და ხუთი ლიბერალ-დემოკრატი შედიან. საქმე ეხება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველ კოალიციურ მთავრობას ბრიტანეთში.
XS
SM
MD
LG