Accessibility links

დიმიტრი ლორთქიფანიძემ სააკაშვილს ნარკოლოგიური შემოწმებისკენ მოუწოდა


საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს თმის ღერის ანალიზით ნარკოლოგიური შემოწმებისკენ მოუწოდა. დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა განაცხადა, რომ დაპირების მიუხედავად, პრეზიდენტმა ნარკო-ტესტი არ ჩააბარა, რითიც აღმასრულებელი და პოლიტიკური თანამდებობის პირებისათვის მაგალითი უნდა მიეცა.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ თმის ღერის ანალიზით საჯარო მოხელეთა ნარკოლოგიური შემოწმების ინიციატივა დაახლოებით 2 თვის წინ გამოთქვა. მას პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მხარი დაუჭირა, პარლამენტის წევრებმა კი, მზადყოფნა გამოთქვეს, თუმცა, დღემდე ნარკოტესტი მხოლოდ ინიციატორმა ჩააბარა.

რაც შეეხება ანტინარკოტიკული კანონმდებლობის განხილვას და დამტკიცებას, დიმიტრი ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ ამ პროცესს პროკურატურა აფერხებს, რადგან დეპუტატის თქმით, ნარკომომხმარებლებისგან ჯარიმის სახით თანხის მიღებაზე "სოციალისტური" შეჯიბრია გამოცხადებული.

ლორთქიფანიძე პარლამენტში იუსტიციის მინისტრის ადეიშვილის მისვლას და მისგან საჯარო განმარტებების მოსმენას ითხოვს.
XS
SM
MD
LG