Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პეტერ სემნები საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა


თბილისში ვიზიტს განაგრძობს სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პეტერ სემნები, რომელიც დღეს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. მათ, როგორც სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარების აუცილებლობა დაადასტურეს. არჩევნების გარდა, ვაშაძემ და სემნებიმ საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და რუსეთთან ურთიერთობის პრობლემატიკაზე იმსჯელეს.
XS
SM
MD
LG