Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბორტნიკოვის განცხადებით, მოკლულია მოსკოვის მეტროში აფეთქებების მოწყობაში მონაწილე სამი პირი


რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის, ალექსანდრ ბორტნიკოვის განცხადებით, უშიშროების სამსახურის აგენტებმა მოკლეს მოსკოვის მეტროში აფეთქებების მოწყობაში მონაწილე სამი პირი. ბორტნიკოვის განმარტებით, ბანდის სამი წევრიდან, რომლებსაც აგენტებმა მიაკვლიეს, ერთ-ერთმა თვითმკვლელი ამფეთქებლები მოსკოვში ჩაიყვანა, მეორე კი ერთ მათგანს მეტრომდე მიჰყვა. სამმა, ბორტნიკოვის თქმით, ბანდიტმა, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია აგენტებს და განადგურებულ იქნა. ასევე ბორტნიკოვის ინფორმაციით, გამომძიებლებმა დაადგინეს ჯგუფის ყველა წევრის, მათ შორის თავდასხმის ორგანიზატორების ვინაობა. 29 მარტს მოსკოვის მეტროში ორი, როგორც გაირკვა, დაღესტნელი ქალის მიერ მოწყობილი აფეთქებების შედეგად 40 ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG