Accessibility links

logo-print

ევროკავშირის მისია მიესალმა სამი ქართველის გათავისუფლებას


ევროკავშირის მეთვალყურეთა მისია მიესალმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელისუფლების მიერ სამი ქართველის გათავისუფლებას. მისიამ იმედი გამოთქვა, რომ ეს არის დასაწყისი 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, სხვადასხვა ადმინისტრაციული მიზეზით დაკავებული ყველა პირის გათავისუფლების პროცესისა. ”მომავალში ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, ადმინისტრაციული საზღვრის არაგანზრახ გადაკვეთის შემთხვევაში, დაკავების არ უნდა ეშინოდეთ” - ნათქვამია ევროკავშირის მეთვალყურეთა მისიის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.
XS
SM
MD
LG