Accessibility links

ლიბია გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს


ლიბია გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა საბჭოში აირჩიეს, ბევრი არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტის მიუხედავად. ეს ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ლიბია არ შეიძლება დაშვებულ იქნას უფლებების დამცველ ჯგუფში.
37 ორგანიზაციამ გაეროს 192 წევრს მოუწოდა ლიბიისთვის არ გამოეყოთ ადგილი ჟენევაში განთავსებულ საბჭოში. ეს ორგანიზაციები ლიბიის ლიდერ მოამარ კადაფის მთავრობას „მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და ხანგრძლივ ტირანიას“ უწოდებენ.
XS
SM
MD
LG