Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ალიანსი საქართველოსთვის” ხელისუფლებას ზეწოლაში ადანაშაულებს


ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე 16 დღით ადრე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზვიად გერგედავამ, რომელიც ”ალიანსის საქართველოსთვის” წევრია, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. გადაწყვეტილების მიზეზზე საუბრისგან გერგედავა თავს იკავებს. ამასთან,”ალიანსის” წალენჯიხის ორგანიზაციის ლიდერმა დავით ბელქანიამ რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ ზვიად გერგედავამ საკუთარი კანდიდატურა სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლების მხრიდან დაშინების გამო მოხსნა. ბელქანიას განცხადებით, წალენჯიხაში წინასაარჩევნო კამპანია არათანაბარ პირობებში მიმდინარეობს და მმართველი პარტია ადმინისტრაციულ რესურსებს იყენებს.
XS
SM
MD
LG