Accessibility links

logo-print

სამხრეთ ყირგიზეთში, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაშავდა ცენტრალური ხელისუფლების კონტროლის აღდგენის მცდელობისას


ყირგიზეთის ჯანდაცვის უწყების განცხადებით, სულ ცოტა, 30 ადამიანი დაშავდა სამხრეთ ყირგიზეთში, როცა დროებითი მთავრობის მომხრეებმა სცადეს კონტროლის აღდგენა რეგიონის ადმინისტრაციის შენობებზე, რომლებიც დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებს აქვთ დაკავებული. იუწყებიან, რომ სროლა ისმოდა, როცა ჯალალ-აბადში მთავრობის მომხრეების დიდმა ჯგუფმა სცადა ადმინისტრაციის შენობის დაკავება, მაგრამ უკუგდებულ იქნა. ჯერ არ არის ცნობილი, ვინ ისროდა. გავრცელებული ინფორმაციით, იარაღი ორივე მხარეს აქვს. ქალაქ ოშში დროებითი მთავრობის მომხრეებმა შეძლეს პროვინციის ადმინისტრაციის შენობაზე კონტროლის აღდგენა დამხობილ პრეზიდენტ ყურმანბეკ ბაკიევის მომხრეებთან დაპირისპირების შემდეგ. ხუთშაბათს ბაკიევის მომხრეებმა სამი ქალაქის - ოშის, ჯალალ-აბადისა და ბატკენის - ადგილობრივი ადმინისტრაციების შენობები დაიკავეს. დროებითი მთავრობა ბაკიევს გადატრიალების მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. დამხობილი პრეზიდენტი ბელორუსიას აფარებს თავს.
XS
SM
MD
LG