Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორმა აფეთქებამ საბერძნეთში ერთი ადამიანის მსუბუქად დაშავება და მატერიალური ზარალი გამოიწვია


საბერძნეთში ორმა აფეთქებამ, რომელთაგან ერთი ციხესთან, მეორე კი სასამართლოსთან მოეწყო, ერთი ადამიანის მსუბუბად დაშავება და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ერთი ბომბი წუხელ აფეთქდა ციხესთან ათენში, დაიჭრა ერთი ქალი. მეორე ბომბი კი დღეს აფეთქდა სალონიკის მთავარ სასამართლოში. არავინ დაშავებულა. პოლიციამ დღეს გაკეთებულ განცხადებაში, აფეთქებებზე პასუხისმგებლობა ულტრამემარცხენე ექსტრემისტებს დააკისრა. აფეთქებების ფონია მწვავე უკმაყოფილება, რომელსაც საბერძნეთში იწვევს საბიუჯეტო ხარჯების დასაზოგად შემუშავებული ზომები. ზომებით გამიზნულია საბერძნეთის ვალებით გამოწვეული საფინანსო კრიზისის დაძლევა.
XS
SM
MD
LG