Accessibility links

უნგრეთის პრემიერ-მინისტრად ვიქტორ ორბანი წარადგინეს


უნგრეთის პრეზიდენტმა ლასლო სოლიომმა მემარჯვენე-ცენტრისტულ პარტია "ფიდესის" ლიდერი, ვიქტორ ორბანი წარადგინა პრემიერ-მინისტრის პოსტზე. პრეზიდენტმა ორბანი დღეს, პარლამენტის საინაუგურაციო სხდომაზე წარუდგინა დეპუტატებს. ორბანის პარტია ფიდესმა აპრილის საპარლამენტო არჩევნებში მანდატების ორი მესამედი მოიპოვა. მოსალოდნელია, რომ ორბანი მიმდინარე თვეშივე, მოგვიანებით შექმნის ახალ მთავრობას.
XS
SM
MD
LG