Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინა რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების შესაძლო გახსნის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს


უკრაინა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს. გაზეთ ”კომერსანტის” მიერ დღეს გამოქვეყნებულ ინტერვიუში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კონსტანტინ გრიშჩენკო აღნიშნავს, რომ კიევისთვის ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვეობის საკითხი პრინციპული მნიშვნელობისაა. ამავე ინტერვიუში გრიშჩენკომ უკრაინაში რუსეთის ახალი სამხედრო ბაზების შესაძლო გახსნის თაობაზე პრესით გავრცელებული ინფორმაცია უარყო. საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, უკრაინის კონსტიტუციით აკრძალულია ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური ბაზების არსებობა, გარდა ყირიმში უკვე დისლოცირებული რუსეთის შავი ზღვის ფლოტისა.
XS
SM
MD
LG