Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები თბილისში შეხვედრებს მართავენ


ჟენევის საერთაშორისო დისკუსიის თანათავმჯდომარეები თბილისში აწარმოებენ მოლაპარაკებებს დისკუსიის მე-11 რაუნდის მოსამზადებლად. მანამდე ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები, პიერ მორელი, ბოლატ ნურგალიევი და ანტი ტურუნენი რუსეთსა და ცხინვალს ესტუმრნენ. ტურუნენის განცხადებით, ჟენევის დისკუსიებზე უწინარეს ყოვლისა უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარულ საკითხებს განიხილავენ. როგორც ტურუნენმა თბილისში საგარეო უწყების ხელმძღვანელ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, დღის წესრიგში რჩება დევნილების შინ დაბრუნების თემა. ჟენევის დისკუსიის მორიგი, მე-11 რაუნდი 8 ივლისისთვის არის დანიშნული.
XS
SM
MD
LG