Accessibility links

logo-print

ტაილანდში დემონსტრანტებთან ჯარისკაცების დაპირისპირებას, გავრცელებული ცნობებით, შვიდი ადამიანი შეეწირა


ტაილანდის დედაქალაქში ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს ანტისამთავრობო დემონსტრაციის მონაწილეებს, დემონსტრანტების მიერ დაკავებული ადგილის გარშემო უსაფრთხოების ზონის შექმნის მცდელობისას. ჯარისკაცებმა რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი გაზი და ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენეს საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებიც მათ აალებად ყუმბარებსა და კუსტარულად დამზადებულ ჭურვებს ესროდნენ. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს საღამოს შეტაკება დაიწყო, დაღუპულია შვიდი და დაჭრილია 100-ზე მეტი ადამიანი. აქამდე, უკვე ორი თვე მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, 30 ადამიანი იყო დაღუპული. დემონსტრანტები, რომლებსაც „წითელმაისურიანებს“ უწოდებენ, ირწმუნებიან, რომ პრემიერ-მინისტრ აბჰისიტ ვეჯაჯივას კოალიციური მთავრობა უკანონოა, რის გამოც ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს.
XS
SM
MD
LG