Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის არმიამ „ცოცხალი ცეცხლის ზონა“ გამოაცხადა ბანგკოკის ცენტრში


ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა, აბჰისიტ ვეტჩაჩივამ სამხედროთა მიერ საპროტესტო გამოსვლის ჩახშობა დაიცვა, განაცხადა რა, რომ ტაილანდის მომავალს საფრთხე შეექმნა. ვეტჩაჩივას ტელევიზიით გამოსვლა მოჰყვა ტაილანდის არმიის მიერ ბანგკოკის ცენტრის „ცოცხალი ცეცხლის ზონად“ გამოცხადებას. ამ ზონაში გრძელდება შეტაკებების ანტისამთავრობო პროტესტის მონაწილეთა და არმიას შორის. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა აღმართეს ბარიკადები. დღეს, საგანგებო სამსახურის თანახმად, რვა ადამიანი დაიხოცა, 50 დაშავდა. ხუთშაბათს დაწყებულ დაპირისპირებას და სროლას 24 ადამიანი შეეწირა. პროტესტის მონაწილეები აცხადებენ, რომ მთავრობა არაკანონიერად მოვიდა ხელისუფლებაში და ახალ არჩევნებს ითხოვენ. მთავრობა დემონსტრანტებთან მოლაპარაკებაზე უარს ამბობს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG