Accessibility links

logo-print

პოლიციამ ხელი შეუშალა საპროტესო აქციას


საპატრულო პოლიციამ დღეს ადვოკატებს პარლამენტის შენობის წინ კარვების დადგმის საშუალება არ მისცა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პარლამენტთან დღის 12 საათზე, მაშინ გამოჩნდნენ, როდესაც ადვოკატებმა კარვების გაშლა დაიწყეს. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ ადვოკატებს კარვები არ გააშლევინა, ადვოკატები საარჩევნო კოდექსში ცვლილებების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გაგრძელებას მაინც გეგმავენ. ხვალიდან აქცია პოლიტიკური მოთხოვნებით გაგრძელდება. ეს მოთხოვნებია ვადამდელი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების გამართვა.
XS
SM
MD
LG