Accessibility links

logo-print

საპატრიარქო :მართლმადიდებლობის სახელით არსებული არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი


საქართველოს საპატრიარქომ დღეს ოფიციალური განცხადება გაავრცელა. საპატრიარქო ხელისუფლებას თხოვს, რომ მიიღოს რელიგიური გრძნობების დასაცავად კანონი. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეკლესია დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს სცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის და აღვირახსნილობის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს. საპატრიარქო მოითხოვს, რომ შესაბამისი შეფასება მიეცეს ირაკლი დეისაძის წიგნის პრეზენტაციასთან დაკავშირებულ მოვლენებს და ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ დაპირისპირებას, და მიიღონ კანონი, რომელიც დაიცავს საზოგადოების ღირსებას. საპატრიარქო ასევე აღნიშნავს, რომ მართლმადიდებლობის სახელით არსებული არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი.
XS
SM
MD
LG