Accessibility links

ბელორუსიაში პოლიციამ დაშალა ჰომოსექსუალთა მსვლელობა


ბელორუსიის პოლიციამ ძალა გამოიყენა ჰომოსექსუალთა მსვლელობის მონაწილეთა წინააღმდეგ მინსკში. მსვლელობა მთავრობამ აკრძალა. პოლიციამ გზა გადაუღობა მსვლელობას, დააკავა ათზე მეტი მონაწილე. იუწყებიან, რომ ზოგიერთი მათგანი სცემეს. ორგანიზატორთა თქმით, მათი მიზანი იყო საზოგადოების ყურადღების მიქცევა სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დარღვევაზე ბელორუსიაში.
XS
SM
MD
LG