Accessibility links

ავღანეთის პრეზიდენტი ლონდონში ჩავიდა


აშშ-ში თავისი ოთხდღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, ავღანეთის პრეზიდენტი, ჰამიდ კარზაი, ლონდონში ჩავიდა. კარზაი შეხვდა ბრიტანეთის ახალ პრემიერ დევიდ კამერონს. საუბრისას ისინი შეთანხმდეენ, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების „გაფართოებასა და განმტკიცებაზე“. ავღანეთში ბრიტანეთს გაგზავნილი ჰყავს ცხრა ათასი სამხედრო. 2001 წელს ომის დაწყების შემდეგ, ავღანეთში 280 ბრიტანელი სამხედრო დაიხოცა.
XS
SM
MD
LG