Accessibility links

სარკოზიმ მიიღო ირანში პატიმრობიდან განთავისუფლებული მასწავლებელი


საფრანგეთის პრეზიდენტმა, ნიკოლა სარკოზიმ მადლობა გადაუხადა ბრაზილიის, სენეგალის და სირიის ლიდერებს ირანში დაკავებული ახალგაზრდა ფრანგი მასწავლებლის განთავისუფლების საქმეში მათი „აქტიურ როლისთვის“. 24 წლის ფრანგ მასწავლებელს, კლოტილდ რეისს, ირანში ბრალად ედებოდა შარშანდელი ივნისის სადავო არჩევნების შემდგომ დემონსტრაციებში მონაწილეობა. შაბათს ის სამშობლოში დარუნდა, დღეს ის პრეზიდენტმა სარკოზიმ მიიღო. რეისი გათავისუფლეს 285 ათასი დოლარის ოდენობის ჯარიმის გადახდის შემდეგ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბერნარ კუშნერი ამტკიცებდა, რომ მისი განთავისუფლების მისაღწევად გამოსასყიდი არ გადაუხდიათ. რეისის დაპატიმრებამ დაძაბა ურთიერთობა საფრანგეთსა და ირანს შორის.
XS
SM
MD
LG