Accessibility links

logo-print

ბაღდადში ბიულეტენების ხელმეორედ დათვლას არჩევნების შედეგზე არ უმოქმედია


ბაღდადის არეალში ბიულეტენების ხელმეორედ დათვლას გავლენა არ მოუხდენია ერაყის 7 მარტის საპარლამენტო არჩევნებზე. ბაღდადის ოლქის მანდატების რაოდენობა - 68 - იგივე დარჩა. ეს დაადასტურა დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის ცხრა წევრიდან ერთ-ერთმა, ალ-რაუიმ. ყოფილი პრემიერის, ალაუის ბლოკმა, კენჭისყრის შედეგების თანახმად, 92 ადგილი მოიპოვა, ახლანდელი პრემიერის ალ მალიკის გაერთიანებამ კი, 89. ერაყის პარლამენტში 325 ადგილია.
XS
SM
MD
LG