Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრაზილიის პრეზიდენტი ირანში ბირთვული- დიპლომატიური მისიით ჩავიდა


თურქეთის პრემიერ-მინიმსტრმა გადადო თავისი ვიზიტი აზერბაიჯანში, რათა, როგორც ერდოანმა თქვა, მოახერხოს ირანის სადავო ბირთვული პროგრამის გარშემო მოლაპარაკებაზე დასწრება თეირანში. ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვე ირანში ჩავიდა დღეს ამ ქვეყნის მაღალი რანგის ოფიციალურ პირებთან, მათ შორის პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან მოსალაპარაკებლად. ბრაზილიის ლიდერი შეეცდება დაარწმუნოს ირანელები, რომ დათანხმდნენ ბირთვული საწვავის შესახებ წინადადებას, რაც შეამცირებს დასავლეთის შეშფოთებას ირანის ბირთვული პროგრამის გამო. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, გაეროს შუამავლობით შემუშავებული დოკუმენტის გარშემო შეთანხმების მიღწევის კარგი პირობები არსებობს. რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ და სილვეს მისიას წარმატების 30 პროცენტიანი შანსი აქვს.
XS
SM
MD
LG