Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტაილანდის არმიას კომენდანტის საათის დაწესება სურს


ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკში ოპოზიციურად განწყობილი დემონსტრანტების, რომლებსაც „წითელპერანგიანებს“ უწოდებენ, და ჯარის შეტაკების შედეგად, ბოლო დღეებში, 33 ადამიანი დაიხოცა. დაშავდა 239 პირი. არმიამ გამოაცხადა, რომ სურს კომენდანტის საათის გამოცხადება ბანგკოკის ზოგიერთ არეალში. „წითელპერანგიანების" ლიდერმა, საიკუამ განაცხადა, რომ მზად არის ჩაერთოს გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებაში მთავრობასთან, როცა მთავრობა ქალაქიდან ჯარს გაიყვანს.
XS
SM
MD
LG