Accessibility links

logo-print

ირანში სასამართლომ განაჩენი გამოუტანა დაუსწრებლად ორ აქტივისტ ქალს


ირანში დაუსწრებლად ბრალდებულად სცნეს ლაურეატი, ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის აქტივისტი, შადი სადრი და მისი თანამოსაქმე, ასევე აქტივისტი. მათ პატიმრობა და გაროზგვა მიუსაჯეს 2007 წელს გამოთქმული პროტესტის გამო. მათმა ადვოკატმა, მოსტაფიმ თქვა, რომ სადრს, ხუთი წლით პატიმრობა და 74 როზგი შეუფარდეს, ხოლო მასთან ერთად განსჯილ მაჰბუბე აბას-ღოლიზადეს, ორნახევარი წელი და 30 როზგი იგივე ბრალდებით. დღეს თეირანში დააპატიმრეს ყოფილი წევრი პარლამენტისა, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, მუსავის მომხრე რეფორმისტული პარტიის წევრი, მოჰსენ არმინი.
XS
SM
MD
LG