Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი თანახმაა ბირთვული საწვავის თურქეთში გაცვლაზე


ირანის ოფიციალური სააგენტოს ცნობით, ირანის ხელისუფლება თანახმაა გამდიდრებული ურანი საწვავის გაცვლის შეთანხმებით, თურქეთში გაგზავნოს. ამის მიღწევა ბრაზილიის პრეზიდენტისა და თურქეთის პრემიერ-მინისტრის შუამავლობით ირანის პრეზიდენტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად მოხერხდა. ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, შეთანხმების მიხედვით, ირანი დაბალ-გამდიდრებული ურანის უდიდეს ნაწილს თურქეთში გაგზავნის მაღალ-გამდიდრებული ურანის მისაღებად, რომელსაც სამედიცინო კვლევის რეაქტორში გამოიყენებენ. მანამდე თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც თეირანში იმყოფება, განაცხადა, რომ საწვავის გაცვლა შესაძლებელია თურქეთში მოხდესო. ირანის დათანხმება გარკვეულწილად შეარბილებს დასავლეთის პოზიციას ირანის ბირთვული პროგრამის მიმართ. წინადადება საწვავის გაცვლის შესახებ გაეროს მხარდაჭერით ადრეც შეთავაზეს ირანს, თუმცა, მაშინ თეირანმა უარი განაცხადა, რადგან სურდა საწვავის გაცვლა ირანის ტერიტორიაზე მომხდარიყო.
XS
SM
MD
LG