Accessibility links

logo-print

ტაილანდში არეულობისას დაღუპულთა რაოდენობა იზრდება


35-მდე გაიზარდა ტაილანდში არეულობისას დაღუპულთა რაოდენობა. დღეს სააგენტო ”ფრანს პრესი” ტაილანდელ ექიმებზე დაყრდნობით იუწყება, რომ დაჭრილია 240-ზე მეტი ადამიანი, მათგან 6 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბანგკოკის ცენტრში შეტაკებები გრძელდება. ტაილანდის ხელისუფლებამ უკუაგდო ოპოზიციის წინადადება გაეროს შუამავლობით მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. ბავშვებს, ქალებსა და მოხუცებს იმ რაიონების დატოვებას ურჩევენ, სადაც არეულობაა. არ არის გამორიცხული, რომ დღეიდან ხელისუფლება ქალაქის ცენტრის ოპოზიციონერებისგან გაწმენდას შეეცადოს. ე.წ. ”წითელპერანგიენაბი” მთავრობის გადადგომასა და ვადამდელ არჩევნებს მოითხოვენ. ადრინდელმა მოლაპარაკებებმა ხელისუფლებასთან შედეგი არ გამოიღო.
XS
SM
MD
LG