Accessibility links

logo-print

ირანს ბირთვული საწვავის გაცვლის საქმეში საერთაშორისო მხარდაჭერა სურს


ირანმა თანხმობა განაცხადა ბირთვული საწვავის გაცვლის პროცესში თავისი გამდიდრებული ურანის უდიდესი ნაწილი თურქეთში გაგზავნოს. შეთანხმებას ბრაზილიის და თურქეთის ლიდერების შუამავლობით ჩატარებულ მოლაპარაკებებზე მიაღწიეს. ირანის განცხადებით, ის თურქეთში 1,200 კილოგრამ დაბალგამდიდრებულ ურანს გაგზავნის. სანაცვლოდ, მას ბირთვული საწვავის ღეროების მიღება სურს თეირანში განლაგებული ატომური რეაქტორისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ მანუჩერ მოთაქის თქმით, გეგმის დეტალებს შეერთებულ შტატებს, რუსეთს, საფრანგეთსა და ბირთვული ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს შორის გამართულ მოლაპარაკებებზე შეათანხმებენ. შარშან თეირანმა უარი განაცხადა გაეროს მიერ შემუშავებულ გეგმაზე, რომელიც ითვალისწინებდა მისი გამდიდრებული ურანის ბირთვულ საწვავში გაცვლას - ირანი მოითხოვდა გაცვლის პროცესი ირანის ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო. ვაშინგტონს ჯერჯერობით შეთანმების მიღწევის შესახებ ცნობაზე რეაგირება არ მოუხდენია. ევროკავშირის შეფასებით, ეს შეთანხმება შეიძლება სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი იყოს - მაგრამ ის „სრულად არ პასუხობს ირანის ბირთვული პროგრამის საკითხს.“
XS
SM
MD
LG