Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედვედევი უკრაინაში ვიზიტს იწყებს


რუსეთის პრეზიდენტმა, დმიტრი მედვედევმა, უკრაინაში ორდღიანი ვიზიტი დაიწყო. ორ ქვეყანას შორის კავშირები სწრაფი ტემპით უმჯობესდება. გასულ თვეში მედვედევმა და მისმა უკრაინელმა კოლეგამ, ვიქტორ იანუკოვიჩმა, ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც იჯარა გაუგრძელდა შავი ზღვაზე განთავსებულ რუსეთის სამხედრო ბაზას, სანაცვლოდ კი უკრაინამ გაიაფებული რუსეთის გაზი მიიღო. ამ შეთანხმებას უკრაინის ოპოზიციამ ეროვნული ინტერესების ღალატი უწოდა. როგორც ვარაუდობენ, მედვედევი და იანუკოვიჩი რამდენიმე შეთანხმებას გააფორმებენ - მათ შორის საზღვრის დემარკაციისა და ბირთვულ სფეროში თანამშრომლობის შესახებ. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა, ახლახან ორი ქვეყნის სახელმწიფო გაზის კომპანიების შერწყმის იდეა წამოაყენა - თუმცა, როგორც იუწყებოდნენ, იანუკოვიჩის აზრით, ასეთ ერთობლივ პროექტში უკრაინა მხოლოდ სრულფასოვანი პარტნიორი შეიძლება იყოს.
XS
SM
MD
LG