Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატო თავისი მისიის განახლებულ პროექტს აქვეყნებს


ნატომ ავღანეთში ომი უნდა მოიგოს, რუსეთთან კავშირები გააფართოვოს, ირანის რაკეტებით შექმნილ საფრთხეზე რეაგირება მოახდინოს და თავისი 28 წევრის უსაფრთხოება უზრუნველყოს. ასეთი რეკომენდაციებით გამოვიდა ალიანსის მომავალზე მომუშავე 12 ექსპერტისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი, მედლინ ოლბრაიტი ხელმძღვანელობს. ნატოს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის შეფასებით, რეკომენდაციები ასახავს ალიანსის წინაშე მდგარ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევებს. ჯგუფის მიერ შემუშავებული ანგარიშის ირგვლივ იმსჯელებენ ნოემბერში, ლისაბონში დანიშნულ ნატოს სამიტზე, სადაც ალიანსის „სტრატეგიული კონცეფციის“ საბოლოო ვერსიასაც დაამტკიცებენ. უკანასკნელად კონცეფცია 1999 წელს განაახლეს - მაშინ ყურადღება ძირითადად ბოსნიასა და კოსოვოში ნატოს სამშვიდობო მისიებზე გამახვილდა.
XS
SM
MD
LG