Accessibility links

logo-print

ავღანეთში მშვიდობის მომხრე მუსულმანი სასულიერო პირი მოკლეს


ავღანეთში მოკლეს პოპულარული მუსულმანი სასულიერო პირი, რომელიც ქვეყანაში მშვიდობის დამყარების მოწოდებით გამოდიოდა. კუნარის პროვინციის პოლიციის ცნობით, რაჰმან გული კვირას მოკლეს, ძმასთან და კიდევ ერთ ნათესავთან ერთად. პოლიციის ინფორმაციით, სამ პირს სახლში დაბრუნებისას ესროლეს. რაჰმან გული ავღანეთში „მშვიდობის და სტაბილურობის“ მნიშვნელობაზე საუბრობდა. ბოლო დროს ავღანეთში მთავრობის საერთაშორისო ძალებთან დაახლოვებული რამდენიმე წარმომადგენელი და კიდევ სხვა პირები მოკლეს.
XS
SM
MD
LG