Accessibility links

logo-print

ბიშკეკში უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია


უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია ყირგიზეთის დედაქალაქში, სადაც აპრილის მოვლენების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. შეგახსენებთ, რომ ყირგიზეთის ხელისუფლების და ოპოზიციის მხარდამჭერთა შეტაკებას ბიშკეკში 90 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აპრილის მოვლენების შედეგად ყირგიზეთში შექმნილი დროებითი მთავრობის მეთაურმა როზა ოტუნბაევამ დღეს განაცხადა, რომ ახალი ხელისუფლების მიზანი კონსტიტუციის შეცვლა და სამართლიანი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ბიშკეკში გამართულ მიტინგზე გამოსვლისას ოტუნბაევამ ასევე აღნიშნა, რომ გასული კვირის ბოლოს, კონტრრევოლუციის მცდელობამ ყირგიზი ხალხი კიდევ უფრო გააერთიანა. ქვეყნის სამხრეთით 12-14 მაისს მომხდარი არეულობების ორგანიზების და ძალაუფლების მოსაპოვებლად შეთქმულების ბრალდებით, უშიშროების სამსახურმა რამდენიმე ყოფილი ჩინოვნიკი და დეპუტატი დააპატიმრა.
XS
SM
MD
LG